გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, 15 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წეროვანსა გოროვანში მცხოვრებ აბონენტებს. ასევე, 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ჩარდახის, სხალტბას, ნატახტრისა და მუხრანის მცხოვრებლებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 12:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება წოდორეთს, მსხალდიდს, ბევრეთს, ზემო ლისსა და მიმდებარე სოფლებს შეეზღუდებათ.

ასევე, 12:00-დან 13:00 საათამდე, დუშეთის მუნიციპალიტეტში ძაბვა შეუწყდება დაბა ფასანაურს, სოფლებს წითლიანა, ცხვედიეთი, ჭიკაანი, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე კი ლუთხუბს, ზანდუკს, ჩოხს, თორელაანს, უკანა მხარს და მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება ჭართალს, დოლასქედს, ზენუბანს, ჩიტაურებს, გვრიტოსა და მიმდებარე სოფლებს.

„ენერგო-პრო ჯორჯას“ განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.