გორის მერის მოადგილე სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა

გორის მერის მოადგილე სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა

გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოციალურ საცხოვრისში (ყოფილი ნარკოლოგიური) იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერის მოადგილემ საცხოვრისში მცხოვრებ ყველა პატარას ძველით ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა.

„სოციალურ საცხოვრისში ვიზიტისას ეკატერინე სუხიშვილმა საცხოვრებელ ფართებში ახლადშესახლებული ოჯახებიც მოინახულა და კიდევ ერთხელ განმარტა საცხოვრებელი ფართების მიღების წესი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ დრომდე საცხოვრებელ ადგილს სპეცილაური კომისიის გადაწყვეტილების გარეშე იკავებენ“, - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.