ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: კადრები ქუთაისი-წყალტუბოს გზიდან, სადაც ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა - ბოძთან შეჯახებულ "მერსედესს" ცეცხლი გაუჩნდა და შიგნით ახალგაზრდები დაიწვნენ