გორის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები/კონსულტაციები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები/კონსულტაციები დაიწყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ქვახვრელსა და უფლისციხეში ჩატარდა. მათივე ცნობით, კონსულტაციებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ადგილობრივებმა მერიაში უკვე წარდგენილი წინადადებებიდან, პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებად შერჩეული ობიექტებიც დაათვალიერეს.

„კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეები პირადად ჩაერთვებიან პროგრამის ყველა ეტაპში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) შემადგენელი ნაწილია.

დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება; სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; კულტურის ობიექტები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; სასაფლაოს შემოღობვა; თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაფინანსების თანხა განაწილდება დასახლების ზომის მიხედვით - 5,000-10,000 ლარამდე.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობამ საკუთარი წინადადებები მერიაში უკვე წარმოადგინა, დღეიდან ადგილზე კონსულტაციის/კრების შედეგად, ადგილობრივები სოფელში განსახორციელებელ პროექტებს ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა