სალომე ზურაბიშვილი - თუ ჩვენი საპატრიარქო გარკვეული მიზეზების გამო სიფრთხილეს იჩენს, მე სიტუაციას ვერ გავამწვავებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ საპატრიარქო გარკვეული მიზეზების გამო სიფრთხილეს იჩენს, თავად სიტუაციას ვერ გაამწვავებს. შესაბამისი განცხადება მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ინდივიდუალურ დონეზე ადვილი იქნებოდა უკრაინელებისთვის მათი ეკლესიის დამოუკიდებლობა მიმელოცა, რაც ჩვენი საკუთარი წარსულის გათვალისწინებით სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. თუ ჩვენი საპატრიარქო გარკვეული მიზეზების გამო სიფრთხილეს იჩენს, მე სიტუაციას ვერ გავამწვავებ“, - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ვიდეო: "პირადად მე ვითარებას ვერ გავამწვავებ" - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე განცხადებას ინგლისურ ენაზე ავრცელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა