ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახს ეკიდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის ლიკვიდაციაზე მეხანძრე-მაშველთა ექვსი ჯგუფი მუშაობს.
მათივე თქმით, დაკვამლიანება აეროპორტის ეზოს გარე პერიმეტრზეც შეინიშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე აეროპორტის მუშაობის შეფერხების საფრთხე არ არსებობს.