ხობში ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორი კი ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამივე პაციენტს ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა.

„წუხელ 112-ის ბრიგადამ სამი პაციენტი შემოიყვანა. 83 წლის მამაკაცი, 79 წლის ქალბატონი და 58 წლის მამაკაცი. 58 წლის მამაკაცს და ქალბატონს აღენიშნებოდათ პოლიტრავმები. ჩაუტარდათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა. მდგომარეობის ოდნავ დასტაბილურების შემდეგ მოხდა მათი გადაყვანა ქუთაისის კლინიკებში. 83 წლის პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა მძიმე, არასტაბილურია,“- აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

გუშინ ღამით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ,,სუბარუს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა არხში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა