ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად ტაბიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. როგორც საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, ბათუმში ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე შეტყობინება უკვე შევიდა. ტაბიძის ქუჩაზე, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რადგან სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა.

ამ დროისათვის ბათუმში ძლიერი ქარია. ზღვაში კი შტორმი 5 ბალამდე აღწევს.

სინოპტიკოსების ცნობით, დღის მეორე ნახევარში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო