დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა

დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.

ადგილზე შექმნილ სიტუაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ეცნობა, ასევე, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის გაწმენდითი ღონისძიებები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს, კერძოდ 26 მაისის N9 და გორგასლის N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო