ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და დასავლეთ საქართველოს დრიფტის ფედერაცია საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

ფედერაციის წევრები და აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციასა და გზების დეპარტამენტს მოუწოდებენ, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე განთავსდეს სიჩქარის მარეგულირებელი კამერები, ასევე ე.წ "ბუგაროკები" ან ამკრძალავი ნიშნები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისი-წყალტუბოს ავტომაგისტრალი სახიფათო გზაა, სადაც ორი დღის წინ სამი ახალგაზრდა დაიღუპა.

დღესვე წყალტუბოს გზის მიმართულებით სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა იმართება.

„ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი", - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დასავლეთ საქართველოს დრიფტის ფედერაციის დამფუძნებელმა დავით კუხიანიძემ.

საპროტესტო აქცია სოციალური ქსელით გუშინ დაიგეგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა