წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს უფროსს ზვიად სვანიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე წყალტუბო- ქუთაისის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

შეხედრაზე ისაუბრეს, რომ წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება.

„თანაგრძნობას ვუცხადებ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნულ გზაზე საპატრულო ეკიპაჟის გაძლიერებული კონტროლი, დამონტაჟდეს „ჭკვიანი კამერები“ და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება,"- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო