ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სისხლძარღვთა ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ადუაშვილი კლინიკაში გუშინ, სასრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 6 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით შეიყვანა, მას წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტადა.

„პაციენტს ხვალ გავწერთ, გუშინ სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, სისხლძარღვი იყო დაზიანებული, იღლიის ქვეშა ვენა და კუნთები. სისხლძარღვის მთლიანობა აღდგა, კუნთები გაიკერა და ახლა პალატაშია.

პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, კიდურში სისხლის მიმოქცევა სრულად კომპენსირებულია. პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, მარჯვენა მხრის სარტყლის არეში იყო ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ერთი წინა ზედაპირზე, მეორე უკანა ზედაპირზე. მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მთლიანობაში სულ 6 ჭრილობა ჰქონდა.

აღნიშნული ჭრილობები ბასრი საგნით არის მიყენებული და არ არის ცეცხლნასროლი ჭრილობა“, - განაცხადა ბოცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი, გიორგი ადუაშვილი და მისი მეგობარი, კონსტანტინე ჯორბენაძე დააკავა.

ადუაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო ჯორბენაძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა