ბათუმის მერი ქართან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, სამშენებლო ობიექტებთან გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ

ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან სამშენებლო ინვენტარი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მივიდა.

ლაშა კომახიძის თქმით, უამინდობის გამო, ქალაქის მასშტაბით 15 გამოძახება დაფიქსირდა.

ბათუმის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სამშენებლო ობიექტებთან ფრთხილად იყვნენ.

„ამ დროისთვის ქარი ჩადგა, 15 შეტყობინება მივიღეთ ქალაქში, დაზიანებულია სახურავები, ლერმონტოვის ქუჩაზე წაიქცა მოსაცდელი. გადავკეტეთ ჯავახიშვილის ქუჩა, რადგან მშენებარე კორპუსიდან ნარჩენები ცვივა და საერთოდ, მოვუწოდებ მოსახლეობას სამშენებლო ობიექტებთან იყვნენ ფრთხილად“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა