„დაარეგულირე სიცოცხლისთვის“ - ამ მოწოდებით ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე აქცია-მსვლელობა მოეწყო

„დაარეგულირე სიცოცხლისთვის“ - ამ მოწოდებით ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე აქცია-მსვლელობა მოეწყო. მოქალაქეებმა ამ ფორმით გზის ამ მონაკვეთზე ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო „ჭკვიანი კამერების" დამონტაჟება მოითხოვეს.

მათი თქმით, გზაზე კამერების არარსებობის გამო ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევები ფატალურად მთავრდება.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით უკვე მზადაა განცხადება, რომელსაც შესაბამის უწყებებს წარუდგენენ.

„მნიშვნელოვანი იყო ის დანაკლისი, რაც გავიღეთ ბოლო წლების განმავლობაში. არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწყდა ამ გზაზე და განსაკუთრებით ტრაგიკულია ბოლო შემთხვევა, როდესაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამიტომ მოვითხოვთ, გზაზე კამერების დამონტაჟებას ან პატრულმა იმოძრაოს ხშირად, რომ არ მოხდეს ასეთი ფაქტები, განცხადება გვაქვს მომზადებული და შევიტანთ ყველა უწყებაში, რომლის კომპეტენციაცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

გზაზე ავტომობილებით მსვლელობა მოეწყო, აქციის მონაწილეებმა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ყვავილები მიიტანეს და წაიკითხეს განცხადება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო