ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაწყებულია

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაწყებულია და მათ სასმელი წყლის პრობლემა მაისიდან მოუგვარდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო. ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 9 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია, ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. მაისიდან, ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია მგელაძის, ცაბაძის, დუმბაძისა და მშვიდობის ქუჩებზე. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანია გურიის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ურეკში, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წელს სრულდება. გარდა ამისა, 2019 წლის გაზაფხულზე კომპანია ანასეულის მოსახლეობის უწვეტი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს დაიწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა