ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე შენობის სახურავი დააზიანა. წაქცეულია რამდენიმე ხე.

„ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე ადგილზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები. ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ახორციელებს",- აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა