რუსთავის მერი GIZ-ის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამმართველოს უფროსს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამმართველოს უფროსს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქალაქ რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. მათი ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის და მერების შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(GIZ) 130 ათასი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელსაც გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრო აფინანსებს.

რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც კვლევა ჩატარდა. შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული პროექტიც მომზადდება, რომელიც ველოინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ირაკლი ტაბაღუამ სტუმრებს ქალაქის ქუჩებში, ასევე კულტურისა და დასვენების პარკში მოწყობილი ველობილიკები დაათვალიერებინა და ველოინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზოგადად, ველოსპორტის პოპულარიზაციის კუთხით, რუსთავში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო