ბათუმსა და ოზურგეთში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია განიხილეს

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო. დღეს ბათუმსა და ოზურგეთში გამართულ შეხვედრებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა ყველა რეგიონშია დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე ჩვენ სახეზე გვაქვს დაფინანსების, ე. წ. ტრანსფერის ახალი მოდელი, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ზრდას ითვალისწინებს და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების განაწილების სრულიად ახალ მოდელს გვთავაზობს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს შემოსავლების ეტაპობრივ ზრდას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ცენტრალურ დონეზე იდენტრიფიცირებული იქნება ყველა ის სერვისი და უფლებამოსილება, რაც დღეს შეიძლება მუნიციპალიტეტმა გააკეთოს“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა.

საკონსულტაციო შეხვედრებს, სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს.

„სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე პერსპექტივას, ის მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემას და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას,” - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.

სტრატეგიის განხილვა ხვალ ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება. შეხვედრების პირველი ციკლი კი 19 იანვარს ამბროლაურში დასრულდება.

„დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ჩართულობით, სამი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა