დმანისში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

დმანისში სტიქიისგან შექმნილ მდგომარეობას დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მოადგილესთან და დმანისის მერთან ერთად გაეცნო.

ძლიერმა ქარმა დმანისის ტერიტორიაზე ორ მრავალსართულიან კორპუსს სახურავები გადახადა და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები და რამდენიმე ავტომანქანაც დააზიანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია დაზიანებული სახურავების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს