ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში გუშინ ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა, ასევე ახალი კორპუსებიდან ჩამოვარდნილმა ფანჯრებმა რამდენიმე კერძო სახლის სახურავი დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გუშინ ძლიერი ქარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის მერია - ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა