აჭარაში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები - სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები.

მისივე თქმით, საქართველოში ფიქსირდება წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაცია, რის გამოც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად დროულად მიმართონ კლინიკებს.

„სამინისტრო აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისათვის უფასოა. წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები - სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები. საქართველოში ფიქსირდება წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაცია, ქვეყნის მასშტაბით ზედამხედველობა დამყარებული იყო წითელას 2278 საეჭვო შემთხვევაზე, აჭარის რეგიონში 322 შემთხვევაზე. განსაკუთრებით დაავადებიანობის მაღალი მაჩვენებლები აჭარაში დარეგისტრირდა 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, მიმდინარე თვეში კი აღირიცხა დაავადების 2 საეჭვო შემთხვევა. წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა