სხვადასხვა სამუშაოს გამო, 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ დედაქალაქის ცალკეულ უბნებში, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ამავე მიზეზით, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: ლილოს დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდგორის რაიონში: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონში: მამარდაშვილის, ყირიმის, ფარავნის, ართვინის, გროზნოს, მიჩურინის, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს, როსტოვის, თეთნულდის და ქინქლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს