არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოსკოვში ვიზიტს აპროტესტებს

ქუთაისის საკებულოს თავმჯდომარის მოსკოვში ვიზიტს არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს. „ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორების 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს დაუშვებელია, კრემლის ფონზე პოზირება.

ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის თქმით, ქუთაისელი მაღალჩინოსნები მოსკოვში ხშირად მიდიან.

"ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია არაოფიცალური ვიზიტით იმყოფება მოსკოვში და პოზირებს კრემლის ფონზე. მაღალი თანამდებობის პირი რატომ უნდა პოზირებდეს კრემლის ფონზე და ამ ფოტოებს ათავსებდეს სოციალურ ქსელში? ეს არის ერთგვარი წახალისება, თითქოს რუსეთი უწყინარია. ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, რომლებიც გმობენ რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას“, - განაცხადა გია გოქაძემ.

ორგანიზაციამ მოუწოდა საკრებულოს დეპუტატებს და იმერეთის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს მომხდარზე პოზიცია დააფიქსირონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო