ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ტროტუარი მოწესრიგდება

ქუთაისში 2019 წელს, რამდენიმე ქუჩაზე 18211,7კვ.მ ტროტუარი მოწესრიგდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, დეკორატიული ფილით კეთილმოეწყობა რუსთაველის გამზირის და ტაბიძის ქუჩების ტროტუარები.

„ფეხით სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება კიკნაძის ქუჩასა და ნიკეას პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩაზე დაგეგმილია ტროტუარის გრანიტის ფილით მოპირკეთება. მიმდინარეობს ლერმონტოვისა და სულხან საბას ქუჩის მეორე ზოლის ტროტუარების პროექტირება.

გასული 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით, კონკრეტულად საფეხმავლო ნაწილის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, გრანიტის ქვით სრულად მოეწყო თბილისის ქუჩა, ასფალტით მოწესრიგდა თაბუკაშვილის, ჩხობაძის და მელიქიშვილის ქუჩები. სამუშაოები დასკვნით ფაზაშია ასათიანის, ბარათაშვილის, დუმბაძის და იაშვილის ქუჩებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა