ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული სადავო პროექტის განხილვა მიმდინარეობს

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულოში პროექტის განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის პირველი პირები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ექსპერტების თქმით, პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა რამდენად უსაფრთხოა, ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. როგორც ცნობილია ბათუმში საზოგადოების ნაწილი პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია. მათი განცხადებით, ქიმიური ტერმინალი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს.

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-s შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. როგორც პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, შეხვედრის მიზანია, ვრცელი ინფორმაცია ბათუმელებს მიაწოდოს კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სარგებელზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო