ქუთაისში საშიშ ბუნებრივი აირის მილებს შეცვლიან

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით, ქალაქში არსებული ყველა კორპუსი შემოწმდება და ეტაპობრივად დაიწყება, შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილებით შეცვლა.

ქუთაისის მერი სულხან-საბას 21ა კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს, კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნით.

ქალაქის მერმა ადგილზე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები მიიყვანა და მათთან ერთად გაიარა ყველა დეტალი, რაც შესაძლოა მალევე გამოსწორდეს და მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

"სოკარის წარმომადგენელთან ერთად მოვედით ადგილზე, აქ არის ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები, რომელიც 2003-2005 წლებშია შეყვანილი. აღნიშნული პრობლემა აღმოსაფხვრელია. დღეს გავეცით დავალება და ქალაქის მასშტაბით ყველა კორპუსი შემოწმდება, შემდეგ ერთიან სიას გადავცემთ სოკარს. ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ პოლიეთილენის მილების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სოკარის წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ის უსაფრთხოა, მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა