ბათუმის საკრებულოში პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს ბათუმის საკრებულოში პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტის საჯარო განხილვის ინიციატორები ბათუმის მერია და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი იყო. კომპანიამ გადაწყვიტა საზოგადოებას, ბათუმელებს მიაწოდოს ვრცელი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ, ასევე, კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სარგებელზე.

საკრებულოს შენობაში დაგეგმილი პროექტის საინფორმაციო განხილვაზე მიწვეულნი იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები და ყველა ის მოქალაქე, ვისაც სურვილი ჰქონდა მიეღო ამ საკითხის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია. განხილვაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის პორტის კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხობასა და მის თავსებადობაზე ბათუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან ერთად ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ხელშეკრულება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, როდესაც ბათუმს თვითონ ამერიკული კომპანია tranmo-ს პრეზიდენტი სტუმრობდა. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღის ნავსადგურებში აზეირბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღიჭურვება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებასაც შეძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა