ხელვაჩაურში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, შპს „ლიფლუქსმა“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გააფართოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 13 000 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 5,200 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 7,800 აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად დაფნის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

საწარმო წელიწადში 100-120 ტონა ნედლ დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს. შპს „ლიფლუქსში“ დასაქმებულია 22 ადამიანი და ყოველწლიურად 60 ადგილობრივი ფერმერი აბარებს მოსავალს.

„პროექტი „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით განხორციელდა.

პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 60% -ია. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 418 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 8,461,806 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა