სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენით სამუშაოებს გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ

სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენით სამუშაოებს გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ. როგორც

„ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და ალექსანდრე მოწერელიამ კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ის სამუშაოები, რაც 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად განხორციელდა.

დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებლებმა მთავრობის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასახლებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხებოდა ბუნებრივი აირისა და გზის მოწესრიგების საკითხს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემას. შინაგან საქმეთა მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მათ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. სოფელ ოქტომბერში დევნილთა კორპუსებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, 30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ასეულობოთ საცხოვრებელი სახლის და შენობა ნაგებობების გადახურვები დაზიანდა.

იხილეთ ვიდეო: "ქარმა გადაყარა ყველაფერი, ძაან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს