აქციის მონაწილე - ეს არის ბომბი, რომელიც ბათუმს წამებში ჰაერში ასწევს

"არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმის პორტში", - ამ ლოზუნგით ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის მოქალაქეთა ნაწილი პორტის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენებას ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ბათუმს ტურისტული ქალაქის სტატუსს წაართმევს.

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ პორტის ტერიტორიაზე არა მინერალური სასუქების ტერმინალი, არამედ მომწამვლელი ნივთიერებების გადამუშავება მოხდება. "ბათუმი საფრთხის წინაშე დადგა. მავანნი ამბობენ, რომ შუა ტურისტულ ქალაქში ქიმიური ტერმინალი უნდა აშენდეს. მინდა ხმამაღლა ვთქვა, ეს არის ბომბი, რომელიც წამებში ქალაქს მაღლა ასწევს. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ ქიმიური ტერმინალის პროექტის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ფართომასშტაბიან აქციებს არ გამოვრიცხავთ",- განაცხადეს აქციაზე. ბათუმის პორტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-s შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.

კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანხმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

იხილეთ ვიდეო: აქცია ბათუმში - სამოქალაქო აქტივისტები ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა