აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატს კარბამიდის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე, მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან "ქართული ოცნებიდან", ვლადიმერ მგალობლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, დეპუტატს კარბამიდის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ტერმინალს პირადი ინტერესებისთვის აშენებს და სამომავლო საფრთხეს არ ითვალისწინებს. აქციის მონაწილეები პროექტის შეწყვტას ითხოვენ.

"მოვიდეს ბატონი ლადო მგალობლიშვილი და კარბამიდი შეჭამოს. დარწმუნებული ვარ, 15 წუთში ინფექციურში იქნება. როგორც ჩანს, ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ ხალხია მნიშვნელოვანი. გამოდით ყველა, არ ვართ საკმარისი ძალა, რომ გადავწყვიტოთ. ყველა უნდა გამოვიდეთ ტერმინალის წინააღმდეგ. ბატონი ლადო კარგად გაერკვეს და ისწავლოს გამართული საუბარი. იგი არ არის კომპეტენტური. მას დაავალეს, რომ პირდაპირ ეთერში ეჭამა კარბამიდი", - განაცხადა აქციის მონაწილემ, მიხეილ ქავთარაძემ.

გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა კარბამიდი შეჭამა და განაცხადა, რომ ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალი შენდება, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა