რუსთავში დეცენტრალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დიალოგის წარმართვისა და საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) ახალ პროექტში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საშუალოვადიანი სტრატეგიის განხილვაში, მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს, ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო