ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს საზღვაო ხომალდი Donald Cook შევიდა

21 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგურში შევიდა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, Donald Cook (DDG 75) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1998 წელს. ეს არის ხომალდის მეორე სტუმრობა საქართველოში.

შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

მათივე ცნობით, Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

გაიმართება ტურები ხომალდზე, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ამერიკელ მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის და რამდენიმე ერთობლივი წვრთნა.

Donald Cook-ის საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან. ამერიკული საზღვაო ძალების მიერ ხომალდების საქმიანობა შავ ზღვაში თანხვედრაშია Montreux-ის კონვენციასთან და საერთაშორისო სამართალთან. ეკიპაჟში 306 მეზღვაური შედის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა