ოპოზიციური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ

ოპოზიციური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა ბრიფინგი გამართეს და გიორგი ჭიღვარიას მუშაობა უარყოფითად შეაფასეს. მათი თქმით, მერის საქმიანობა არის დანაშაულებრივი და მისი გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია კონსულტაციას გააგრძელებს და ღია დისკუსიას გამართავს სხვადასხვა სექტორთან.

„ქუთაისში მოქმედი პარტიები ვთანხმდებით, რომ მერის საქმიანობა ყოველდღიურად არის დანაშაული და მოვითხოვთ მის გადადგომას. მთავარი პრობლემაა კორუფცია და ნეპოტიზმი მერიაში. მისი საქმიანობის დროს ნებისმერი პროექტი არის ნაკლოვანი და თანხები უმიზნოდ იხარჯება. ამის მაგალითია "თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია, რომელზეც გადაადგილება შესაძლოა, საფრთხის შემცველი გახადეს. მისი მერობის დროს ქალაქმა დაკარგა საპარლამენტო სტატუსი და მერმა ამაზე განცხადებაც კი არ გააკეთა. არადა, არჩევნების წინ გვიმტკიცებდა, რომ საპარლამენტო სტატუსი მნიშვნელოვანი იყო ქუთაისისთვის, ესეც აღმოჩნდა ტყუილი. ქალაქი, რომელიც დიდი კულტურის არის, ყოველდღე მერის საქმიანობის გამო სკანდალში ეხვევა და ეს შეურაცხმყოფელია ქუთაისისთვის. მოვუწოდებთ ნებით გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შევიმუშავებთ გეგმას, როგორ გავუშვათ თანამდებობიდან, რადგან ვერ გრძნობენ ქალაქი როგორ რთულ დღეშია", - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“, ევროპული საქართველოს“ და "ლეიბორისტული პარტიის" რეგიონალური ორგანიზაციების ლიდერებმა.

მათი თქმით, საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს არ ეყოფათ გამბედაობა თავად მოახდინონ იმპიჩმენტი, ამიტომ მიმართავენ "ქართული ოცნების" ცენტრალურ მმართველობას გიორგი ჭიღვარიას დატოვებინონ თანამდებობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა