ზუგდიდში გარევაჭრობა აიკრძალება

ზუგდიდში გარევაჭრობა ყველა ლოკაციაზე აიკრძალება. ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ ტროტუარებზე განთავსებული დახლები მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ აიღეს. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მომუშავებს ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზეს და უახლოეს დღეებში გარევაჭრობა ქალაქის ყველა ლოკაციაზე აიკრძალება.

მოვაჭრეთა ნაწილი თანახმაა ტროტუარიდან ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, თუმცა შიშობენ,რომ იქ გადასახადს ვერ გადაიხდიან.

ამ ეტაპზე ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეთა ის ნაწილი რჩება, რომელიც ტანსაცმლით ვაჭრობს.

„მიმდინარეობს ადგილების მოძიება ტანსაცმლით მოვაჭრეებისთვის და როგორც კი იქნება ალტერნატიული ფართი, მოხდება მათი გადაყვანა, ამის თაობაზეც გაფრთხილებულები არიან“, - ამბობენ მერიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა