თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ნავსადგური აშშ-ს სამხედრო ხომალდს მასპინძლობს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს

ამერიკული სამხედრო ხომალდი Donald Cook (DDG 75) საქართველოს უკვე მეორედ ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ.

ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას და ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოებას.

დახვედრის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

„ბათუმის ნავსადგური ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობებს. ასევე, განამტკიცებს მშვიდობას შავ ზღვაში და ზოგადად რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომელიც აშშ-ს მხრიდან რეგულარულად ხორციელდება,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ხომალდი Donald Cook მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. Donald Cook-ის კაპიტანი მეთიუ პაუელია, რომლის ეკიპაჟშიც 306 მეზღვაური შედის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს