„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ბულვარის დირექტორის პირველ მოადგილედ დავით სურგულაძე, ხოლო მოადგილეებად სოფო გუჯაბიძე და სოფიო ლაზიშვილი დაინიშნა.

„მოხარული ვარ, რომ თითოეული მათგანი არის ნამდვილად კვალიფიციური კადრი და თავისი საქმის პროფესიონალი. ბატონ დავითს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. დანარჩენ მოადგილეებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. როგორც იცით, ისინი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდნენ. ჩვენი გუნდისთვის მათი გამოცდილების გაზიარება იქნება ძალიან სასარგებლო”, -განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბულვარის დირექტორის განცხადებით, ახალი მოადგილეები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.

„დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ერთიანი თანამშრომლობით და გვერდში დგომით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის გაგრძელებას ბულვარის განვითარებისათვის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად“, - აღნიშნა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ბულვარის ხელმძღვანელმა ახალ მოადგილეებს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა