საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დიასპორასთან შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის თემაც.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალი საბანაძის განცხადებით, რამდენიმე საინტერესო იდეა გაჟღერდა პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმოამადგენლის ინსტიტუტის შესახებ, რომლის მაგალითებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული დიასპორა გაძლიერდა და გაიზარდა, მათი ინტერესების გატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წამოწყება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა დიასპორასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.

სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა