მილენიუმის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული ზესტაფონის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გაიხსნა

21 იანვარს, სწავლის განახლებასთან ერთად, ზესტაფონის ორ სრულიად განახლებულ საჯარო სკოლაში დაიწყო სასწავლო პროცესი. ესენია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს“ მიერ რეაბილიტირებული ზესტაფონის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები.

საზეიმო გახსნაზე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„2019 წლის ამ ეტაპისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. 2015 წლიდან პროექტის ფარგლებში 69 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა, რის შედეგადაც რეგიონებში მცხოვრები 29 000-ზე მეტი მოსწავლისათვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო. პროექტს ამერიკის მთავრობა აფინანსებს და საქართველოს რეგიონებში 91 -მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.

საზეიმოდ გახსნის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს სასკოლო ინფრასტრუქტურა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და ლაბორატორიები; სასწავლო პროცესის აღდგენა მიულოცეს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მთელს მუნიციპალიტეტს“, - ნათქვამია ზესტაფონის მერიის ინფორმაციაში.

„გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს! მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მილენიუმის სამი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, მალე გაიხსნება დილიკაურის საჯარო სკოლაც. პირველ რიგში ვულოცავ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ვულოცავ სკოლებს, საგანმანათლებლო სისტემას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს. მადლობას ვუხდით ათასწლეულის გამოწვევის ფონდს უდიდესი საგანმანათლებლო მისიის შესრულებისთვის!“ , - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

ორივე სკოლის მოსწავლეები საზეიმო ღონისძიებებით წარდგნენ სტუმრების წინაშე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო