ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ნაცმოძრაობის“ წევრს ცოცხები გადასცა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ცოცხები გადასცეს. ცოცხები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ გადასცა. მანამდე დეპუტატებს შორის მცირე შეკამათება მოხდა, რაც მერიის ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას შეეხებოდა.

როგორც სხდომაზე ენმ-ის ფრაქციის წევრმა პაატა ადამიამ აღნიშნა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ფაცაციას მხრიდან ასეთი საქციელი ღიმილს იწვევს. მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

სხდომა ასევე დატოვა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ. მისი თქმით, ის მსგავს შოუებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შოუებში მონაწილეობას არ მივიღებ, ამიტომაც დავტოვე სხდომა. საკრებულოს წინა სხდომაზე ენმ-მ გაუკეთა საჩუქარი „ქართულ ოცნებას“, ახლა - პირიქით. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და არა იმისთვის, რომ მოვაწყოთ მსგავსი შოუები“, - აცხადებს ბათლომე შელია.

თავად თამაზ ფაცაცია კი ამბობს, რომ ოპონენტებისთვის „ცოცხების ჩუქების იდეა“ აქტიურმა მოქალაქეებმა მიაწოდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია და ასე შემდეგ. ისტორიის ნაწილი ვართ თითოეული ჩვენგანი და აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური წარსული ასოცირდება ბევრ უბედურებასთან. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათთვის შემეხსენებინა ერთი ისტორიული მომენტი და მეჩუქებინა ცოცხები, რასთანაც არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობა“. მე, პირადად თაზო ფაცაციამ გადავწყვიტე სიმბოლური საჩუქარი გამაკეთებინა. შეიძლება მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთი საჩუქარი ვაჩუქო. ეს იდეა აქტიურმა მოქალაქეებმა მომაწოდეს“, - აცხადებს ფაცაცია.

დღეს ზუგდიდის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი