რუსთავის მერი და ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ წარმომადგენლები რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ წარმომადგენლები, რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე იმ ახალგაზრდულ ინიციატივებზე და პროექტზე ისაუბრებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და ,,ორბელიანის“ თანადაფინანსებით განხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,ორბელიანსა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ რუსთავში, ფონდ ,,ორბელიანის“ თანამონაწილეობით მოხდება სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა.

,,ადგილობრივი მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაცია დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, მოქალქეებს საშუალებას აძლევს, რაც მათ სურთ, რაც მათი ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, ის პროექტები განახორციელონ მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე“, - განაცხადა ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ დირექტორმა ქეთი ხაჩიძემ.

პროექტ ,,რუსთავი ჩემი მომავალია“ სრული ღირებულებაა 53 800 ლარს შეადგენს, აქედან 25 800 ლარს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს, 28 000 ათასი კი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ფონდ ,,ორბელიანის“ ხელშეწყობით ფინანსდება. აღნიშნული თანხით, საწყის ეტაპზე 14 პროექტი განხორციელდება. პროექტები ახალგაზრდებმა, ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ ონლაინპლათფორმაზე ატვირთეს, 40 პროექტიდან, სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც, ქალაქ რუსთავის თვითმმართველობისა და ,,ორბელიანის“ წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები შედიოდნენ 14 შეარჩია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს