დონალდ ტუსკი - 10 წელი გავიდა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით

10 წელი გავიდა საქართველო- რუსეთის ომის შემდეგ და კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მან სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნეოვანია.

„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა შესანიშნავია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 300.000 საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით. დღევანდელ შეხვედრაზე მე დავადასტურე ევროკავშირის მზაობა, გაღრმავდეს ჩვენი თანამშრიმლობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. მე ასევე მივესალმები საქართველოს მტკიცე განწყობას რეფორმების გატარების კუთხით. ჩვენ შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში პროგრესის მნიშვნელობაზე. 10 წელი გავიდა საქართველო- რუსეთის ომის შემდეგ და კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. საქართველოს მადლობელი ვარ, რომ 2019 წლის ბათუმის კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს დაეთმობა და მოხარული ვიქნები საქართველოს კვლავ ვეწვიო ივლისში ამ კონფერენციაზე“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა