ლევან დავითაშვილმა ბერლინში, გამოფენის „მწვანე კვირეული 2019“ ფარგლებში, შეხვედრები გამართა

სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche“ 2019 ბერლინში 18 იანვარს გაიხსნა და 27 იანვარამდე გაგრძელდება. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გამოფენის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, პოლონეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრთან, კრიჟსტოფ არდანოვსკისთან, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და საკვების მინისტრთან, მაქსიმ მარტინიუკთან, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ჟანიშ დუკლავსთან, ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიედრიუს სურფლისთან, ესტონეთის რესპუბლიკის სოფლის საქმეთა მინისტრთან, ტარმო ტამისთან, სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, გეღამ გევორგიანთან; ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის, ბუნების და სურსათის ხარისხის მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან, კაროლა შოუტენისთან, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრთან, ბექირ ფაქდემირლთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ჰერმან ონკო აეიკენსთან.

გამართულ შეხვედრებზე, ლევან დავითაშვილმა კოლეგებს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს მიერ ნომინირებული კანდიდატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით კირვალიძე წარუდგინა. აღნიშნულ პოზიციაზე არჩევნები მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიმართება.

ცალკეულმა ქვეყნებმა ღიად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს კანდიდატის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის სათავეში მაღალი კომპეტენციის და კვალიფიკაციის მქონე ქართველ კანდიდატს.

გამოფენა ,,მწვანე კვირეული“ (Gruene Woche) გერმანიაში 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.

გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და 500 000 -ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ფინეთი წარმოადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო