თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტრამენტმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული გზაგამტარი, გასული საუკუნის 80-იან წლებშია აგებული, ხიდი დაზიანებული იყო და არ შეესაბამებოდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს.

„რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად, ხიდზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა, კერძოდ: განხორციელდა გზაგამტარის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი მოაჯირები და სადეფორმაციო ნაკერები. განახლებულ ხიდზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 984 200 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2018 წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა