გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში გარეგანათება მოეწყობა

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისიწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტედერი 16 იანვარს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 882 000 ლარია. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სამუშაოები ატენში, ახალდაბაში, ახრისში, ბიისში, ბნავისში, ბობნევში, ბროწლეთში, გაგლოაანთ კარში, დიცში, ვარიანში, ზემო და ქვემო ბოშურში, ზერტში, თედოწმინდაში, თერგვისში, კარბში, კოშკაში, კოშკებში, მერეთში, ლევიტანაში, მეღვრეკისში, მუმლაანთკარში, მღებრიანში, ნაწრეტში, ოლოზში, ოთარშენში, ორმოცში, რიეთში, სვენეთში, ტინისხიდში, ტირძნისში, ტუსრებში, ფხვენისში, ქვემო შავშვებში, ქვეშში, ქიწნისში, ქორდში, არბოში, ყველაანთ უბანში, შინდისში, ციცაგიაანთკარში, წედისში, წითელუბანში, ჯარიშენში, ქერეში, გუგუტიაანათ კარსა და ზარდიაანთ კარში განხორცილედება. აღნიშნულიდან ზოგიერთ სოფელში გარეგანათების სისტემის მონტაჟი წელს პირველად დაიწყება.

სამუშაოები გაგრძელდება იმ სოფლებში, რომლებიც ნაწილობრივ განათებულია. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ 2019 წლის ბიუჯეტი ჯამში 2 800 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება.

პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა