მეჯვრისხევი-ახალუბნის 2,3 კმ გზისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

მეჯვრისხევი-ახალუბნის 2,3 კმ გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც 2019 წელს გორის მუნიციპალუტეტში განხორციელდება. რეაბილიტირებული გზით 700–მდე მოსახლე ისარგებლებს.

გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 16 იანვარს გამოაცხადა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 1 079 424 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 7 თებერვალს დასრულდება. 2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფელი ისარგებლებს. აღნიშნული გზის მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს. გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეულია. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული და ვერ ატარებს, ნალექების შედეგად მოსული წყლის საჭირო რაოდენობას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ახალი წყალსატარი კონსტრუქციების მოწყობა. გზის საფარი საჭიროებას კაპიტალურ შეკეთებას. გზის გასწვრივ უნდა გაიწმინდოს და მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა