საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

21 იანვარს სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ სასკოლო ტრანსპორტით, - ასე ეხმაურება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიგი უგულავას განცხადებას სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს.

„სიცრუე და დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადება, თითქოს 21 იანვარს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ტრანსპორტის გარეშე დარჩნენ და ათობით კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იანვრის არდადეგების შემდგომ სწავლის გაგრძელებას სრულად მომზადებულები შეხვდნენ, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებით. 21 იანვრიდან სკოლებს რეგულარულად ემსახურებიან სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები. შესაბამისად, 21 იანვარს სკოლის მოსწავლები უზრუნველყოფილი იყვნენ სასკოლო ტრანსპორტით“, - ნათქვამია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა