ტაქსის მძღოლები ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ განთავსებულ სადგომზე შესაბამისი ტრაფარეტის აღებას აპროტესტებენ

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ განთავსებული ტაქსების სადგომზე მერიის თანამშრომლებმა დღეს შესაბამისი ტრაფარეტი აიღეს. მერიის ამ გადაწყვეტილებას მძღოლები აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი აქ წლებია არიან და ადგილის დატოვებას არ აპირებენ.

„მოვიდნენ, არაფერი უთქვამთ, ისე აიღეს ტრაფარეტი. თუ დღესვე არ აგვიხსნიან რა ხდება და არ მოგვცემენ ისევ მუშაობის საშუალებას, არ შევეგუებით და გზასაც გადავკეტავთ“, - ამბობენ მძღოლები.

თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის სატრანსპორტო სამსახურთან მუშაობა მიმდინარებს, მანამდე კი ტაქსის მძღოლებს იმ ტერიტორიაზე შეუძლიათ ყოფნა, სადაც დაშვებულია.

„დღეს გარკვეულწილად გვქონდა ქაოსი, რადგან იქ გაჩერების ნაცვლად მიმდინარეობდა გარევაჭრობა. ეს საკითხი გადაწყდება ისე, როგორც იქნება მიზანშეწონილი. მათ დგომა შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას, სადაც დაშვებულია. ჩვენი პრინციპი არის გავათავისუფლოთ ბაზრის წინა ტერიტორია, რომელიც გაუვალი იყო როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ტრანსპორტისთვის“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ტაქსის მძოლებთან ერთად შეხვედრაა დაგეგმილი.

იხილეთ ვიდეო: ტაქსის მძღოლების პროტესტი ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი