მოვაჭრეების განცხადებით, საპატრიარქოში პირობა მისცეს, რომ მათთვის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა

საპატრიარქოში გვითხრეს, რომ არ იქნებიან წინააღმდეგები, თუ ჩვენ ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობას განვაახლებთ, - ამის შესახებ მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომელზეც კონკრეტული დაპირებები მოისმინეს სასულიერო პირებისგან. კერძოდ, მევლუდ ღარიბაშვილის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა, სადაც შეძლებენ საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას.

„დაითქვა ორი დღის ვადა. ამ პერიოდში მერია ტერიტორიაზე ახალ სავაჭრო დახლებს ამოიტანს და ჩვენ შევძლებთ ცივილური ფორმით გავაგრძელოთ ვაჭრობა.

რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიის წინამძღვარს, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა“, - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით ორი დღით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა