ქეთევან ციხელაშვილი კარალეთის მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კარალეთის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს,სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივებისგან მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. სოფლის კრებაზე კარალეთის მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტული იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელა, რომელთა დაფინანსებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი.

სახელმწიფო მინისტრმა პროექტს უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რათა სოფლებს ის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები დაუკმაყოფილდეთ, რომელთაც თავად მოსახლეობა განსაზღვრავს.

„15 იანვრიდან მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ყველა სოფელში ტარდება სოფლის კრება, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავად განსაზღვროს ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უნდა, რომ პირველ ეტაპზე დაფინანსდეს. რა თქმა უნდა, თანხა შეიძლება არ იყოს ისეთი, რომელიც თითოეულ სოფელში ყველა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამთ და გვინდა, რომ ეს იყოს მუდმივი პრაქტიკა, როდესაც თავად სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით შევძლებთ საჭიროებებზე პასუხის გაცემას და ამ სოფლების მეტად მოძლიერებას. ამგვარად მოსახლეობა სოფლებში კიდევ უფრო მეტად დამაგრდება და ისეთი საქმიანობის განხორციელებას შეძლებს, რომელიც მეტ შემოსავალსა და დოვლათს მოუტანს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აპარატის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. საქართველოს 3 700 სოფლის მცხოვრებ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, სოფლის კრებებზე, თავად ექნება საშუალება განსაზღვროს, თუ რა ტიპის პროექტი უნდა განხორციელდეს მათ სოფელში. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ გორის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო